Pages

Saturday, October 26, 2013

ტრენინგის მესამე დღე

ყველაზე მთავარი აქტივობის განხორციელება ვფიქრობ დღეს დავიწყეთ.

გავეცანით პროექტის გეგმას და დავიწყეთ მისი შევსება,პროექტის თემა დავუკავშირეთ სტანდარტს და დავსვით პროექტის საკვანძო კითხვები.(ცოტა გამიჭირდა,იმ თვალსაზრისით,რომ ჩემი აზრით ზოგადი შეკითხვა სხვამ შეიძლება თემატურად   მიიჩნიოს)


პროექტის სათაური(სამუშაო ვერსია) არის-გენმოდიფიცირებული პროდუქტები.გთავაზობთ შესაბამის საკვანძო კითხვებს,ვინც ნახავთ გთხოვ დამიკომენტაროთ:

  • ზოგადი კითხვა-როგორ ეგუება ორგანიზმი დაბინძურებულ გარემოს?
  • თემატური კითხვა-რას იწვევს გენმოდიფიცირებული პროდუქტები?
  • შინაარსობრივი-არის თუ არა საქართველოში შემოტანილი გენმოდიფიცირებული პროდუქტები?
მაინც არ მომწონს და სამომავლოდ შევცვლი და დავხვეწავ სათაურთან ერთად:)

No comments:

Post a Comment