Pages

Saturday, October 26, 2013

ტრენინგის მესამე დღე

ყველაზე მთავარი აქტივობის განხორციელება ვფიქრობ დღეს დავიწყეთ.

გავეცანით პროექტის გეგმას და დავიწყეთ მისი შევსება,პროექტის თემა დავუკავშირეთ სტანდარტს და დავსვით პროექტის საკვანძო კითხვები.(ცოტა გამიჭირდა,იმ თვალსაზრისით,რომ ჩემი აზრით ზოგადი შეკითხვა სხვამ შეიძლება თემატურად   მიიჩნიოს)


პროექტის სათაური(სამუშაო ვერსია) არის-გენმოდიფიცირებული პროდუქტები.გთავაზობთ შესაბამის საკვანძო კითხვებს,ვინც ნახავთ გთხოვ დამიკომენტაროთ:

  • ზოგადი კითხვა-როგორ ეგუება ორგანიზმი დაბინძურებულ გარემოს?
  • თემატური კითხვა-რას იწვევს გენმოდიფიცირებული პროდუქტები?
  • შინაარსობრივი-არის თუ არა საქართველოში შემოტანილი გენმოდიფიცირებული პროდუქტები?
მაინც არ მომწონს და სამომავლოდ შევცვლი და დავხვეწავ სათაურთან ერთად:)

Sunday, October 20, 2013

ტრენინგის მეორე დღე




მეორე დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო:
  •  გავეცანით პუბლიკაციის მნიშვნელობას,იმას თუ როგორ შევძლებთ მისი დახმარებით სასკოლო საზოგადოების დაინტერესებას;
  • ვნახეთ და დავათვალიერეთ უკვე არსებული ბუკლეტის შაბლონები;
  •  შევქმენით ბუკლეტები
ჩემი დამზადებული ბუკლეტი ეხება არა უშუალოდ რომელიმე პროექტს,არამედ ზოგადად პროექტის აქტუალობას,იმას თუ როგორ უწყობს პროექტით სწავლება ხელს სხვადასხვა სახის უნარ-ჩვევების განვითარებას.

ესეც ჩემი ბუკლეტი:



Saturday, October 19, 2013

ინტელის ტრენინგი-პირველი დღე

ტრენინგის პირველი დღე


  • გავეცანით როგორ დავგეგმოთ სასწავლო პროექტები ეფექტურად;
  • შევქმენით საქაღალდე რომელიც დაგვეხმარება ტრენინგის მსვლელობის დროს შევინახოთ,დავახარისხოთ შექმნილი მასალები.
  • დავათვალიერეთ სხვათა ნამუშევრები,შეფასების სქემები,გავეცანით 21 საუკუნის უნარ-ჩვევების ჩამონათვალს;
  • გავეცანით პროექტის მოთხოვნებს;
  • შევქმენით ტრენინგის მსვლელობის ამსახველი ბლოგი,სადაც მუდმივად განვაახლებთ ინფორმაციებს;
  •  გავეცანით პროექტის მიზანს,ამოცანებს.