Pages

Sunday, November 17, 2013

ტრენინგის მე-9 დღე

გადავხედეთ პროექტს;
ავტვირთეთ ინტერნეტ  სივრცეში;
კიდევ ერთხელ გავიარეთ საკითხები-როგორ გავამზადო და წარმოვაჩინო ეფექტურად ჩემი ნამუშევრები;
მოვახდინეთ პროექტების პრეზენტაცია(საინტერესო პროექტები მოვისმინე კოლეგებისგან,ბევრი იდეა დაიბადა,გავუზიარეთ გამოცდილება)


დღეს ,როდესაც  ასეთი აქტუალურია პროექტებით სწავლება-  ეს ტრენინგი  დროული და საჭირო იყო.

იმედია კიდევ გაგრძელდება მსგავსი ტრენინგები და ქეთი ისევ ჩვენთან ერთად იქნება;

Saturday, November 16, 2013

ტრენინგის მე-8 დღე


  • ტრენინგის დასაწყისში გავეცანით,თუ როგორ შეიძლება გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში;
  • როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად;
  •  შევქმენით ფასილიტაციის ნიმუშები
  • პორტფოლიოს გადამოწმება

Sunday, November 10, 2013

მე-7 დღე


 სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს დიდი ყურადღება ექცევა სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს და მათთან მუშაობას,პროექტის მსვლელობისას ეს ფაქტორი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და მოვიფიქროთ ისეთი აქტივობა რაც, სსმ მოსწავლეს ჩართავს აქტიურად სასწავლო  პროცესში და გაუადვილებს თანატოლებთან ერთად მუშაობას.
   ვნახეთ ნიმუშები და თავად შევქმენით ჩვენი მოსწავლეებისთვის დამხმარე რესურსი

ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე,შევავსეთ და დავხვეწეთ.

Saturday, November 9, 2013

ტრენინგის მე-6 დღე

     დღეს გავეცანით  შეფასების რუბრიკებს და ვნახეთ ნიმუშები ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან,შევიმუშავეთ ჩვენი პროექტისთვის შესაბამისი შეფასების სქემები.
  კონკრეტულად ამ პროექტში ვაფასებთ პრეზენტაციას და მოსწავლის ბუკლეტს.
შეფასების სქემები ის უნდა შევადგინოთ,რომ ყურადღება გავამახვილოთ 21 საუკუნისა და მაღალი დონის უნარების განვითარებაზე.
  სასურველია შეფასება მოხდეს იმ პროდუქტების რასაც პროექტის შედგად ვიღებთ:პრეზენტაციები,ბლოგები,ბუკლეტები და ა.შ.
   გავიღრმავეთ ცოდნა ბლოგების შექმნის შესახებ;

Sunday, November 3, 2013

ტრენინგის მე-5 დღე


  1. გავეცანით საავტორო უფლებებს და მათი დაცვის აუცილებლობაზე ვიმსჯელეთ;
  2. განვიხილეთ და გავარჩიეთ მოსწავლეთა ნამუშევრები;
  3. თავად შევქმენით მოსწავლეთა ბლოგები(როგორი შეიძლება იყოს სავარაუდოდ)
  4. გავიხსენეთ ბლოგის ისნსტრუმენტები;
ძალიან საინტერესო დღე იყო,ჩემთვის ყველაზე ნაყოფიერი,რაც ჩვენი ტრენერის დამსახურებაა.

ეს კი ლინკია,რომელიც მოსწავლის მიერ დამზადებული ბლოგის ნიმუშზე გაგიყვანთ

Saturday, November 2, 2013

ტრენინგის მე-4 დღე

 მე-4 დღისთვის პროექტის გეგმა სანახევროდ გაწერილი გვაქვს, დღეს დავამატეთ და შევქმენით :
დროში გაწერილი შეფასების სქემა;
ავაწყვეთ პრეზენტაცია პროექტის შესახებ;


Saturday, October 26, 2013

ტრენინგის მესამე დღე

ყველაზე მთავარი აქტივობის განხორციელება ვფიქრობ დღეს დავიწყეთ.

გავეცანით პროექტის გეგმას და დავიწყეთ მისი შევსება,პროექტის თემა დავუკავშირეთ სტანდარტს და დავსვით პროექტის საკვანძო კითხვები.(ცოტა გამიჭირდა,იმ თვალსაზრისით,რომ ჩემი აზრით ზოგადი შეკითხვა სხვამ შეიძლება თემატურად   მიიჩნიოს)


პროექტის სათაური(სამუშაო ვერსია) არის-გენმოდიფიცირებული პროდუქტები.გთავაზობთ შესაბამის საკვანძო კითხვებს,ვინც ნახავთ გთხოვ დამიკომენტაროთ:

  • ზოგადი კითხვა-როგორ ეგუება ორგანიზმი დაბინძურებულ გარემოს?
  • თემატური კითხვა-რას იწვევს გენმოდიფიცირებული პროდუქტები?
  • შინაარსობრივი-არის თუ არა საქართველოში შემოტანილი გენმოდიფიცირებული პროდუქტები?
მაინც არ მომწონს და სამომავლოდ შევცვლი და დავხვეწავ სათაურთან ერთად:)