გადავხედეთ პროექტს;
ავტვირთეთ ინტერნეტ სივრცეში;
კიდევ ერთხელ გავიარეთ საკითხები-როგორ გავამზადო და წარმოვაჩინო ეფექტურად ჩემი ნამუშევრები;
მოვახდინეთ პროექტების პრეზენტაცია(საინტერესო პროექტები მოვისმინე კოლეგებისგან,ბევრი იდეა დაიბადა,გავუზიარეთ გამოცდილება)
დღეს ,როდესაც ასეთი აქტუალურია პროექტებით სწავლება- ეს ტრენინგი დროული და საჭირო იყო.
იმედია კიდევ გაგრძელდება მსგავსი ტრენინგები და ქეთი ისევ ჩვენთან ერთად იქნება;
Sunday, November 17, 2013
Saturday, November 16, 2013
ტრენინგის მე-8 დღე
- ტრენინგის დასაწყისში გავეცანით,თუ როგორ შეიძლება გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში;
- როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად;
- შევქმენით ფასილიტაციის ნიმუშები
- პორტფოლიოს გადამოწმება
Sunday, November 10, 2013
მე-7 დღე
სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს დიდი ყურადღება ექცევა სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს და მათთან მუშაობას,პროექტის მსვლელობისას ეს ფაქტორი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და მოვიფიქროთ ისეთი აქტივობა რაც, სსმ მოსწავლეს ჩართავს აქტიურად სასწავლო პროცესში და გაუადვილებს თანატოლებთან ერთად მუშაობას.
ვნახეთ ნიმუშები და თავად შევქმენით ჩვენი მოსწავლეებისთვის დამხმარე რესურსი
ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე,შევავსეთ და დავხვეწეთ.
Saturday, November 9, 2013
ტრენინგის მე-6 დღე
დღეს გავეცანით შეფასების რუბრიკებს და ვნახეთ ნიმუშები ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან,შევიმუშავეთ ჩვენი პროექტისთვის შესაბამისი შეფასების სქემები.
კონკრეტულად ამ პროექტში ვაფასებთ პრეზენტაციას და მოსწავლის ბუკლეტს.
შეფასების სქემები ის უნდა შევადგინოთ,რომ ყურადღება გავამახვილოთ 21 საუკუნისა და მაღალი დონის უნარების განვითარებაზე.
სასურველია შეფასება მოხდეს იმ პროდუქტების რასაც პროექტის შედგად ვიღებთ:პრეზენტაციები,ბლოგები,ბუკლეტები და ა.შ.
გავიღრმავეთ ცოდნა ბლოგების შექმნის შესახებ;
კონკრეტულად ამ პროექტში ვაფასებთ პრეზენტაციას და მოსწავლის ბუკლეტს.
შეფასების სქემები ის უნდა შევადგინოთ,რომ ყურადღება გავამახვილოთ 21 საუკუნისა და მაღალი დონის უნარების განვითარებაზე.
სასურველია შეფასება მოხდეს იმ პროდუქტების რასაც პროექტის შედგად ვიღებთ:პრეზენტაციები,ბლოგები,ბუკლეტები და ა.შ.
გავიღრმავეთ ცოდნა ბლოგების შექმნის შესახებ;
Sunday, November 3, 2013
ტრენინგის მე-5 დღე
- გავეცანით საავტორო უფლებებს და მათი დაცვის აუცილებლობაზე ვიმსჯელეთ;
- განვიხილეთ და გავარჩიეთ მოსწავლეთა ნამუშევრები;
- თავად შევქმენით მოსწავლეთა ბლოგები(როგორი შეიძლება იყოს სავარაუდოდ)
- გავიხსენეთ ბლოგის ისნსტრუმენტები;
ძალიან საინტერესო დღე იყო,ჩემთვის ყველაზე ნაყოფიერი,რაც ჩვენი ტრენერის დამსახურებაა.
ეს კი ლინკია,რომელიც მოსწავლის მიერ დამზადებული ბლოგის ნიმუშზე გაგიყვანთ
Saturday, November 2, 2013
ტრენინგის მე-4 დღე
მე-4 დღისთვის პროექტის გეგმა სანახევროდ გაწერილი გვაქვს, დღეს დავამატეთ და შევქმენით :
დროში გაწერილი შეფასების სქემა;
ავაწყვეთ პრეზენტაცია პროექტის შესახებ;
დროში გაწერილი შეფასების სქემა;
ავაწყვეთ პრეზენტაცია პროექტის შესახებ;
Saturday, October 26, 2013
ტრენინგის მესამე დღე
ყველაზე მთავარი აქტივობის განხორციელება ვფიქრობ დღეს დავიწყეთ.
გავეცანით პროექტის გეგმას და დავიწყეთ მისი შევსება,პროექტის თემა დავუკავშირეთ სტანდარტს და დავსვით პროექტის საკვანძო კითხვები.(ცოტა გამიჭირდა,იმ თვალსაზრისით,რომ ჩემი აზრით ზოგადი შეკითხვა სხვამ შეიძლება თემატურად მიიჩნიოს)
პროექტის სათაური(სამუშაო ვერსია) არის-გენმოდიფიცირებული პროდუქტები.გთავაზობთ შესაბამის საკვანძო კითხვებს,ვინც ნახავთ გთხოვ დამიკომენტაროთ:
გავეცანით პროექტის გეგმას და დავიწყეთ მისი შევსება,პროექტის თემა დავუკავშირეთ სტანდარტს და დავსვით პროექტის საკვანძო კითხვები.(ცოტა გამიჭირდა,იმ თვალსაზრისით,რომ ჩემი აზრით ზოგადი შეკითხვა სხვამ შეიძლება თემატურად მიიჩნიოს)
პროექტის სათაური(სამუშაო ვერსია) არის-გენმოდიფიცირებული პროდუქტები.გთავაზობთ შესაბამის საკვანძო კითხვებს,ვინც ნახავთ გთხოვ დამიკომენტაროთ:
- ზოგადი კითხვა-როგორ ეგუება ორგანიზმი დაბინძურებულ გარემოს?
- თემატური კითხვა-რას იწვევს გენმოდიფიცირებული პროდუქტები?
- შინაარსობრივი-არის თუ არა საქართველოში შემოტანილი გენმოდიფიცირებული პროდუქტები?
Sunday, October 20, 2013
ტრენინგის მეორე დღე
მეორე დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო:
- გავეცანით პუბლიკაციის მნიშვნელობას,იმას თუ როგორ შევძლებთ მისი დახმარებით სასკოლო საზოგადოების დაინტერესებას;
- ვნახეთ და დავათვალიერეთ უკვე არსებული ბუკლეტის შაბლონები;
- შევქმენით ბუკლეტები
ჩემი დამზადებული ბუკლეტი ეხება არა უშუალოდ რომელიმე პროექტს,არამედ ზოგადად პროექტის აქტუალობას,იმას თუ როგორ უწყობს პროექტით სწავლება ხელს სხვადასხვა სახის უნარ-ჩვევების განვითარებას.
Saturday, October 19, 2013
ინტელის ტრენინგი-პირველი დღე
ტრენინგის პირველი დღე
- გავეცანით როგორ დავგეგმოთ სასწავლო პროექტები ეფექტურად;
- შევქმენით საქაღალდე რომელიც დაგვეხმარება ტრენინგის მსვლელობის დროს შევინახოთ,დავახარისხოთ შექმნილი მასალები.
- დავათვალიერეთ სხვათა ნამუშევრები,შეფასების სქემები,გავეცანით 21 საუკუნის უნარ-ჩვევების ჩამონათვალს;
- გავეცანით პროექტის მოთხოვნებს;
- შევქმენით ტრენინგის მსვლელობის ამსახველი ბლოგი,სადაც მუდმივად განვაახლებთ ინფორმაციებს;
- გავეცანით პროექტის მიზანს,ამოცანებს.
Subscribe to:
Posts (Atom)